რა კანონპროექტს ამზადებს ამერიკელი კონგრესმენი - გამოხმაურება

დემოკრატიის დასაცავად, აშშ-მა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ, მათ მიერ მოპოვებული კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორი სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია, სანქციების სამიზნე შესაძლოა გახდნენ როგორიც მმართველი პარტიის კანონმდებლები, ისე სამართალდამცავები. სტატიაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი დაავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მიაწოდოს ინფორმაცია კონგრესს „საქართველოში არსებული არასათანადო პოლიტიკური გავლენების, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის თაობაზე“, ასევე, ქვეყანაში მოქმედი სავარაუდო რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ.

სტატიას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები მმართველ გუნდში.