ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება

რამდენიმეთვიანი ჩაკეტვის შემდეგ მაისის დასაწყისში „ენგურჰესი“ მუშაობას განაახლებს. სწორედ ამ დროს უნდა დასრულდეს ქვეყნის ნომერ პირველი ჰიდროელექტროსადგურის მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად წყლის დანაკარგი მნიშვნელოვნად შემცირდება და შესაბამისად, გამომუშავებული ელექტროენერგიის წილიც გაიზრდება.

მაშინ, როდესაც წლიდან წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება და იმპორტი სულ უფრო იზრდება, ხელისუფლება ახალი ჰესების აშენების აუცილებლობაზე და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ კონტექსტში დღეს განცხადებები „ნამახვანჰესის“ სადავო პროექტზეც გაკეთდა.

პროტესტის შემდეგ რიონის ხეობაში კაშხლის აშენება დროებით შეჩერებულია.