ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა

თითქმის ერთი საათიდან 15 წუთამდე შემცირებული გადაადგილების დრო, წვდომა 12 თვის განმავლობაში და უსაფრთხოების ევროპული სტანდარტი.

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადადის. ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და ერთ წელიწადში მოქალაქეებმა ახალი მარშრუტით სარგებლობა უნდა შეძლონ. ახალი გზა უკვე გაიარა „მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმა.

ვახტანგ ლეკიაშვილის, გიორგი ცოფურაშვილის და შალვა სუმბაძის რეპორტაჟი.