შეხვედრა მეწარმეებთან

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კობში წყლის საწარმო „აქვა გეო“ დაათვალიერეს, სადაც 50 ადამიანია დასაქმებული. კომპანია მინერალურ წყალს აწარმოებს. „აქვა გეოს“ მუშაობის პროცესი ხელისუფლების წარმომადგენლებს საწარმოს დირექტორმა გააცნო.

ქარხანა „კობის“ მინერალური წყლის მიწისქვეშა საბადოსთან მდებარეობს. საწარმოსთვის სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კომპანიას 27 300 კვადრატული მეტრის მიწა გადაეცა. საბოლოო ჯამში, კომპანიამ პროექტში 24 მილიონზე მეტი ლარის ინვესტირება განახორციელა და 50 თანამშრომელი დაასაქმა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.

 

დატოვე კომენტარი