ქვემო ქართლის მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თემატური სიმღერები შეასრულა მუსიკალურმა ანსამბლმა „მე რუსთველი“. ასევე წარმოდგენილი იყო თემატური გამოფენა.