თბილისის ქუჩებს 9 აპრილს დაღუპულთა სახელები მიენიჭება

თბილისის ქუჩებს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სახელები მიენიჭება. გმირების სახელები სამგორის ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონის 10 ქუჩას მიენიჭება. საკითხზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დღეს იმსჯელა. საკითხი საკრებულოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს. მერიამ კი 4 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სამუშაოები. 9 აპრილის დაღუპულთა სახელობის ქუჩის სახელდება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დაღუპულთა სახელებს უკვე ატარებს დედაქალაქის 11 ქუჩა.