ხაშურში მოქალაქეები საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვას მოითხოვენ. ავტომობილების ნაკადის მატებასთან ერთად მოქალაქეები საფრთხის ზრდაზე ლაპარაკობენ. განსაკუთრებულად გამოყოფენ სკოლებთან არსებულ ვითარებას. ხაშურის უმეტეს ქუჩაზე ტროტუარები არ არის მოწესრიგებული. რამდენიმე დღის წინ კი ყველაზე გადატვირთულ ქუჩაზე მანქანა ველოსიპედით მოძრავ მოზარდს დაეჯახა.