ქუთაისის მერიის გადაწყვეტილება

ქუთაისის მერიამ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს რვა ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა.

ტერიტორიაზე ბეტონის ქარხანა უნდა აშენდეს. საკითხს მხარი საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა. ახალგაზრდობის მე-5 შესახვევში მდებარე მიწის ნაკვეთი ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაეცა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიგა შუშანიას ინფორმაციით, მიწის ნაკვეთზე ბეტონის ქარხანა უკვე აშენებულია, რაც კანონდარღვევაა. ქალაქის მერი კი განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქალაქს რამდენიმე თვეში უკან დაუბრუნებს.

საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა.