ქუთაისი-კოპენჰაგენი - პირდაპირი რეისი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მეოთხე ბაზირებული ხომალდი დაამატა და ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო. ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა. ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში, სიხშირეები გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით სრულდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში, ერთდროულად Wizz Air-ის ორმა ბაზირებულმა ხომალდმა დაიწყო ოპერირება.