ქუთაისი-კოპენჰაგენი - პირდაპირი რეისი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მეოთხე ბაზირებული ხომალდი დაამატა და ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო. პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე განხორციელდა. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. პირველმა თვითმფრინავმა დანიის დედაქალაქიდან 165 მგზავრი ჩამოიყვანა.

ამ დრომდე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში, ერთდროულად Wizz Air-ის ორმა ბაზირებულმა ხომალდმა დაიწყო ოპერირება.