წალენჯიხაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. საქმეზე პოლიციამ 38 წლის მამაკაცი დააკავა. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, წალენჯიხაში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფული მოიპარა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოპარული თანხის ნაწილი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის კუპიურების ქისა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.