ქუთაისის მერიის შენობაში არსებული, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრცე გაქურდეს. ოთახიდან წაღებულია „მთავარი არხის“ კუთვნილი ლეპტოპი და „ტვ პირველის“ კუთვნილი კამერა. შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ქურდი ოთახში ფანჯრიდან დილის 7:15 წუთზე შევიდა. მძარცველი მარტო იყო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციას მერიის დაცვის სამსახურმა შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.