სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვიან ღამემდე გაგრძელდა სერბეთის მოქალაქეების გამოკითხვა. სერბეთის სამი მოქალაქე სუს-ში საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისა და არეულობის მოწყობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სერბეთის მოქალაქეები ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები არიან, რომელსაც ახალგაზრდები დესტაბილიზაციის მოსაწყობად უნდა გადაემზადებინა. აღნიშნული პირები თბილისში USAID-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე იმყოფებოდნენ.

სუს-თან მუშაობს ნათია ქენქაძე, რომელიც ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის – თუ გამოიკვეთა რაიმე ახალი დეტალი მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმე – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში