ქსნის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოსახლეობამ ხელყუმბარა იპოვა
თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოსახლეობამ ხელყუმბარა იპოვა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხელყუმბარა ერთ-ერთი ბინის კართან იდო.
ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. ადგილობრივები უკვე დაკითხეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
გურამ როგავა დეტალებით.