ტერორიზმში ბრალდებულთა საქმე - პროცესზე დღეს ოთხი ექსპერტი დაიკითხება

ტერორიზმში ბრალდებულთა საქმეზე, რომელიც 6 პირის მიმართ მიმდინარეობს, დღეს 4 ექსპერტი დაიკითხება, მათ შორის ის მოწმე, რომელმაც ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებულ ხელყუმბარაზე ჩაატარა.

ბრალდების მხარის განმარტებით, ხელყუმბარა საბრძოლო ვითარებაში იყო მოყვანილი. ამ დასკვნას უარყოფს დაცვის მხარე. მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ექსპერტთან შეკითხვები ექნება, მათ შორის კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ არ აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილის ნათითურები ხელყუმბარაზე.