ქრისტიანების ნაწილი დღეს ამაღლებას აღნიშნავს

ქრისტიანების ნაწილი დღეს ამაღლებას აღნიშნავს.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერულ და სომეხთა სამოციქულო ეკლესიებში იმართება.

ამაღლების დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მოწაფეთა თვალწინ, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას უკავშირდება.

მართლმადიდებელი ეკლესია, ამაღლების დღესასწაულს, წელს, ერთ კვირაში, 17 მაისს აღნიშნავს.