დავით გარეჯელის ხსენების დღე

დღეს წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეა. დავით გარეჯის ლავრაში დავითობის აღსანიშნავად ემზადებიან. დღესასწაული გარდამავალია და ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს აღინიშნება. დავითობას განსაკუთრებულად მის მიერ დაარსებულ ლავრაში აღნიშნავენ, სადაც წმინდა მამის საფლავია.

„ხვალ დავით გარეჯის მონასტერში, სადღესასწაულო წირვას, გარეჯის სასულიერო პირებთან ერთად, პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო აღავლენს. ასევე ველოდებით საგარეჯო- ნინოწმინდის ეპარქიის მეუფე ლუკას და გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის მეუფე ექვთიმეს. როგორც წესი, ამ დღეს აქ მრევლი ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდის” – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა.