აღდგომა სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში

დღეს, 4 აპრილს აღდგომას აღნიშნავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია. სადღესასწაულო მსახურება საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა.  საზეიმო მსახურება  დიდ შაბათ დღეს, საღამოს 18 საათიდან დაიწყო. თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში, საზეიმო მსახურება წინამძღოლმა კირაკოს დავთიანმა ჩაატარა, წირვის დასრულების შემდეგ იკურთხა ბზა, რომელიც ტაძარში შეკრებილ მრევლს დაურიგდა.  სადღესასწაულო წირვა თბილისის ეჩმიაძინის ეკლესიასა და საქართველოში მოქმედ ყველა სომხურ ეკლესიაში ჩატარდა.

მოამბე