25 დეკემბერს ქრისტესშობას 10 მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია აღნიშნავს. ევანგელურმა ეკლესიამ „სიცოცხლის სიტყვა“ ლოცვასთან ერთად, თეატრალიზებული წარმოდგენა გამართა და ქრისტესშობა განასახიერა. საზეიმო ლოცვა ტაძარში დილიდან მიმდინარეობს. ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ შობის დღესასწაულს თბილისში 1997 წლიდან აღნიშნავს.