ქრისტეშობის მილოცვა

ქრისტიანული სამყაროს ნაწილს ქრისტეშობას ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი მისალოც წერილში წერს, რომ საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ქვეყნისათვის საამაყოა. „ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს“. – წერს ზურაბიშვილი.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქრისტესშობას დღეს აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. „ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა მივულოცო ეს დღე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანს – მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მილოცვაში.

ქრისტიანული სამყაროს ნაწილს ქრისტეშობას ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი წერს – „შობის ჯადოსნურ დღესასწაულს მოეტანოს სიმშვიდე, სიყვარული, დღეგრძელობა და კეთილდღეობა თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“.

მისალოც წერილს აქვეყნებს თბილისიც მერი. „მინდა, ყველას, პირველ რიგში კი ჩემს მეგობრებს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ვინც დღეს მაცხოვრის შობას ზეიმობს, მთელი გულით მივულოცო ეს ლამაზი, სიკეთითა და სიყვარულით გაჯერებული დღესასწაული!“ – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.