ქრისტეშობას აღნიშნავენ ბეთლემშიც, სადაც სახარების თანახმად, იესო ქრისტე იშვა. ორწლიანი კოვიდპანდემიის შემდეგ, ქალაქი დღესასწაულს მასშტაბური ღონისძიებებით ზეიმობს. მანგერის მოედანზე ტრადიციული საშობაო მარში გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ადამიანი ადევნებდა თვალს. ათასობით მომლოცველი იყო შეკრებილი მაცხოვრის შობის ტაძარშიც, სწორედ იმ ადგილას, სადაც, გადმოცემის თანახმად, იესო იშვა. მაცხოვრის ტაძარში მესა აღავლინა და მორწმუნეებს მიმართა იერუსალიმის ლათინმა პატრიარქმა.