ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ იმ რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ორმოცდაათიანელებადაც მოიხსენიებენ. ამ კონფესიას საქართველოში 80-მდე ეკლესია აქვს.
სახარების რწმენის ეკლესიაში ამ წუთებში საზეიმო განწყობაა, საშობაო ღვთისმსახურებასთან ერთად სრულდება საგალობლები.