ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის მოსახლეობა. სოფელში არ არის ამბულატორია, საბავშვო ბაღი თუ მაღაზია. სოფლამდე მისასვლელი გზა იმდენად ამორტიზებულია, რომ ხშირად ადგილობრივებს მისი გავლა მხოლოდ ფეხით შეუძლიათ.
სოფელ ქორეთის პრობლემებს ჟანა დიდებაშვილი გაეცნო.