ქობულეთში მენინგოკოქცემიით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა.
აჭარაში წელს მენინგოკოქცემიით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.