ქეთევან კობახიძის პერსონალურ გამოფენას „აბრეშუმის გალერეა“ მასპინძლობს
ქეთევან კობახიძის პერსონალურ გამოფენას Silk Factory Studio – „აბრეშუმის გალერეა“ მასპინძლობს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 70-მდე ნამუშევარი. შერეული ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები აერთიანებს როგორც პორტრეტებს, ასევე პეიზაჟებს.
ქეთევან კობახიძემ დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სპეციალობით თეატრის მხატვრობა. ის 2010-2013 წლებში 20-მდე ჯგუფური გამოფენის მონაწილეა საქართველოსა და საზღვარგარეთ.