შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უკანონო შეზღუდვებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლების მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გადასასვლელების დროებით გახსნა, მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათია, თუმცა მოქალაქეების დიდ ნაწილს ისევ რთულ პირობებში უწევს ცხოვრება.
მინისტრი ამბობს, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო ტრიბუნიდან ბოლო პერიოდშიც არაერთხელ ისაუბრა, იმისთვის, რომ გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე. რაც შეეხება თამარ გიგაურის მდგომარეობას და გადმოყვანას ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ცხელი ხაზი ამ საკითხზე რამდენჯერმე გააქტიურდა.