შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მარნეულის რაიონის სოფელ წოფში იმყოფებოდა, სადაც საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრი რამდენიმე გაკვეთილს დაესწრო და აღნიშნა, რომ სოფელს სულ მალე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება.
სკოლის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება.