ქეთევან ციხელაშვილი მზადაა, პანკისში ჩავიდეს და მოსახლეობას შეხვდეს
ქეთევან ციხელაშვილი მზადაა, პანკისში ჩავიდეს და მოსახლეობას შეხვდეს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ადგილობრივების მოთხოვნის საპასუხოდ, ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.
შეგახსენებთ, პანკისის ხეობის სახალხო კრებამ ხელისუფლებას, ქართულ საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართა, 21 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ წარმოქმნილი კრიზისის დაძლევაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედონ.