შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მაია ოთინაშვილს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
ქეთევან ციხელაშვილმა ოთინაშვილის შვილს კიკბოქსინგის სრული ეკიპირება და ტკბილეული ჩაუტანა. გიორგი წარმატებული სპორტსმენია და ხვალ საქართველოს თასის ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.
მანამდე, მინისტრი საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის ოჯახებში იმყოფებიდა და მათ ერთჯერადად დახმარების სახით 2000 ლარი გადასცა. მსგავს დახმარებას მიიღებს ოთხოზორიას ოჯახიც.