ქართველი მოჭიდავეები სოციალურ ქსელში გავრცელებულ მათ ფოტოს ეხმაურებიან და განმარტებას აკეთებენ. საუბარია კადრზე, სადაც მათ რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურები აცვიათ. ნაკრების მწვრთნელის ინფორმაციით, ფოტო სამი თვის წინ არის გადაღებული, მაისურები არის სუვენირი და პოლიტიკასთან კავშირში არ არის.