ქართველი მოჭიდავეების წარმატება

ყაზახეთში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე, ორი ქართველი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ნახევარფინალში გავიდა. 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ნუგზარ წურწუმიამ მეოთხედფინალში რუსი მოჭიდავე დამაჯერებლად დაამარცხა და ნახევარფინალში იაპონელ მოწინააღმდეგეს შეხვდება.

მეორე ქართველმა ლაშა გობაძემ კი, რომელიც 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის, მეოთხედფინალში ჩინელი სპორტსმენი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად უზბეკ სპორტსმენს დაუპირისპირდება. ნახევარფინალები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.