ქართველი მხატვრის გამოფენა ბერლინში

ბერლინში, ვილა Haus Storck-ში ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, სოფიო მამალაძის გამოფენა მოეწყო.

ღონისძიების ორგანიზატორები, კოლექციონერები, მრავალი მსოფლიო დონის გამოფენის კურატორები – ხელოვნების უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორი, კოლექციონერი და მეცენატი, მარტინ რენარტი და მისი მეუღლე, ქართული წარმოშობის, გერმანიაში მოღვაწე ხელოვნებათმცოდნე, ეკატერინე კიოლერ-რენერტი არიან. ორგანიზატორების მიზანი, ახალგაზრდა ქართველი მხატვრების მსოფლიო სახელოვნებო სივრცეებში ინტეგრაციის ხელშეწყობაა. 20 წლის სოფია მამალაძის გამოფენაც ამ ციკლის ფარგლებში გაიმართა. გამოფენას გერმანიის კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები, კრიტიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რენარტების ოჯახის გადაწყვეტილებით, ქართველ ხელოვანებს საგამოფენო სივრცეს ყოველწლიურად დაუთმობენ.