შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება

ბერლინში ევროკავშირის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე, პოლონეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებში დასახელებულ პრობლემურ თემებს შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესულ შეფასებას ელოდება. სპიკერის განმარტებით, ყველა რეკომენდაცია 100%-ით ვერ იქნება შესრულებული, ვინაიდან აქვს განგრძობითი ხასიათი, პაპუაშვილმა პოლარიზაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და განმარტება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებითაც.