კანდიდატის სტატუსი - შეცვლილი პოლიტიკური პოზიციები

ბერლინში გაკეთებულმა განცხადებებმა კანდიდატის სტატუსზე ოპტიმისტური მოლოდინი გაზარდა.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რიტორიკა მკვეთრად შეცვლილია. მმართველი გუნდი დეკემბერში პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელოდება და წინა თვეებისგან გასხვავებით, შანსებს 50%-იანი ალბათობით აღარ განიხილავს. მთავარ არგუმენტად ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები და ევროპელ ლიდერებთან გააქტიურებული კომუნიკაცია სახელდება. თუ თვეების წინ ხელისუფლების ოპონენტები სტატუსის მინიჭების დაბალ შანსზე მიუთითებდნენ, ახლა პოზიტიურ გადაწყეტილებას ოპოზიციაც ელის. თუმცა მას არა ხელისუფლების, არამედ მოქალაქეთა დამსახურებით და გეოპოლიტიკური სიტუაციით ხსნის. ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ევროკომისიის დავალებებს შესრულებულად არც არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს. ევროკავშირისადმი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დღევანდელმა მიმართვამ პოლიტიკური ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაამძაფრა.