საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს – ეს განცხადება პრემიერმა ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გააკეთა.
მთავრობის მეთაურმა პროცესში პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა ისიც, რომ ახლა მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რაც შესაძლებელს გახდის ქართველების ოცნების ახდენას. მანამდე ირაკლი კობახიძე ბერლინში ქართველ დიპლომატებს შეხვდა და მათ დავალებები პირადად მისცა.