საქართველო ვენეციის ბიენალეზე წელსაც საკუთარი პავილიონით იქნება წარმოდგენილი.
პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე ადმინისტრაციის პირადი მიწვევით მიემგზავრება ახალგაზრდა ქართველი თვითნასწავლი მხატვარი. თეკლა მელაძე საგამოფენო დარბაზში პერსონალურ ექსპოზიციას წარადგენს.
ქართველი მხატვარი ვენეციაში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც მისი ხატვის ტექნიკას და ნამუშევრებს ევროპელი ექსპერტები პირადად გაეცნენ.