„მე ვწუხვარ ბაღზე“ – საქართველო ვენეციის ბიენალეზე

21:58, 02.02.2022

საქართველო ვენეციის ბიენალეზე.

კუნძულ ჯუდეკაზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში ჩვენს ქვეყანას მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის პროექტი წარმოადგენს. „მე ვწუხვარ ბაღზე“ – ასე დაარქვეს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე წასაღებ ნამუშევარს, რომლის მთავარი იდეა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოწვევა, ანუ ეკოლოგიური პრობლემებით გადაშენებული ძველი მცენარეების სახეობებია, რასაც ავტორები ინსტალაციით და ვიდეორგოლის საშუალებით გადმოსცემენ.

მსგავსი