ვენეციის ბიენალეზე ეროვნული პავილიონი გაიხსნება

არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენაზე – ვენეციის ბიენალეზე, ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, საქართველო ეროვნული პავილიონით წარდგება. ეროვნულ პავილიონს თბილისის არქიტექტურის ბიენალე წარმოაჩენს პროექტით „იანვარი, თებერვალი, მარტი“.

პროექტი სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა. ექსპოზიცია დუშეთის მუნიციპალიტეტში საბჭოთა დროს ხელოვნურად გარდაქმნილი დასახლების კვლევაზეა დაფუძნებული და დროის დინებისა და ენერგიის ურთიერთმიმართებას ეხება.

საქართველოს ეროვნული პავილიონის ოფიციალურად გახსნა დღეს საღამოს არის დაგეგმილი.