ქართველი ძიუდოისტებისთვის თბილისის გრან პრიზე მეორე დღეც წარმატებული გამოდგა
ქართველი ძიუდოისტების წარმატება ქართველი ძიუდოისტებისთვის თბილისის გრან-პრიზე მეორე დღეც წარმატებული გამოდგა. გულშემატკივარმა ორი ქართული ფინალი იხილა: 73 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილმა ფრიდონ გიგანი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, ქართველები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც – თამაზ კირაკოზაშვილი პორტუგალიის სხელით მოასპარეზე ანრი ეგუთიძეს შეხვდა და იპონით გაიმარჯვა.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა. ამრიგად, თბილისის წლევანდელ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს უკვე ათი მედალი აქვს – 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ხვალ თბილისის გრან-პრიზე მამაკაცებს შორის მედლები კიდევ სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, ხოლო ქალებში – ორი.