ლაშა შავდათუაშვილის წარმატება

ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი საქართველოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ბუდაპეშტში, მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში მან შვედი მოწინააღმდეგე დამატებით დროში დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი სპორტსმენი ქართული ძიუდოს ისტორიაში, ვისაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.