ქართველი ძიუდოისტები, გურამ თუშიშვილი და ბექა ღვინიაშვილი პარიზის მასტერსის ნახევარფინალში გავიდნენ. თუშიშვილმა, ჯერ ბელარუს მეტოქეს აჯობა, შემდეგ კი ალჟირელი სპორტსმენი 10 წამში დაამარცხა, ნახევარფინალში კი მისი მეტოქე ჰოლანდიელი როი მეიერი იქნება.
ღვინიაშვილმა ჯერ აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგეს სძლია, შემდეგ სამხრეთ კორეელი და გერმანელი მეტოქეები დაამარცხა. ნახევარფინალში ის იაპონიის წარმომადგენელს დაუპირისპირდება.