საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას საბერძნეთში საქართველოს საელჩო.
დიპლომატიური უწყება ადასტურებს, რომ საქართველოს მეორე მოქალაქეც უსაფრთხო ტერიტორიაზეა. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ათენთან ახლოს ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ხანძრის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, საფრთხე არ ემუქრებათ. საელჩოში სულ 5 შეტყობინება შევიდა. რეაგირება ყველა ზარზე განხორციელდა. სტიქიის შედეგად დაშავებულებს და გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.