საგანგებო რეჟიმის გაუქმება

საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, ზუსტად ღამის 12 საათზე, თბილისის სხვადასხვა უბანში შეძახილები ისმოდა. შეზღუდვების მოხსნას ფოიერვერკებიც მოჰყვა. ხალხის ნაწილი ქუჩაში სასეირნოდ გამოვიდა, ნაწილი კი კერძო ავტომობილებითა და სიგნალებით გადაადგილდებოდა.

გაუქმდა კერძო ავტომობილებში მგზავრთა განთავსების წესიც, შესაბამისად, გუშინ ღამით, მგზავრები მძღოლების გვერდით სავარძელზე ისხდნენ.

რუსთაველის გამზირი კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ [ფოტო]