საგანგებო რეჟიმის დარღვევის ფაქტები

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167  ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 112 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო,  სულ 28 მოქალაქე დააჯარიმეს. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27  პირი დააჯარიმეს. შეგახსნებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის 3 ათასი, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით დაჯარიმებას.