„ქართულმა ოცნებამ“ სამ რეგიონში რაიონული ორგანიზაციის პარტიული ყრილობა გაიმართა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სამ რეგიონში რაიონული ორგანიზაციის პარტიული ყრილობა გაიმართა. ყრილობის ფარგლებში, მცხეთის, გორისა და ახალციხის რაიონებში ახალი რეგიონული თავმჯდომარეები აირჩიეს. სამივე რეგიონში, ყრილობის ჩატარებამდე, დამსწრეებს  გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა და ერთგვარი ანგარიში წარუდგინა მათ რეგიონებში ბოლო 6 წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით.

სიტყვით გამოსვლის დროს მთავრობის მეთაურმა ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებასა და მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაზეც ისაუბრა. ასევე, მოახლოებულ საპრეზიდენტო და 2020 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზეც.

ამით  „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული კონფერენციების გამართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო, საბოლოოდ კი პარტიის ერთიანი ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის ხელმძღვანელი პირები ხელახლა აირჩევა.