ინფრასტრუქტურული სამუშაოები

გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი პანდუსის მშენებლობა დაიწყო. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, არსებულ პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით, ხოლო ახალი საავტომობილო გზა განკუთვნილი იქნება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის.