კახა კალაძის განცხადება

კახა კალაძე დედაქალაქის ქუჩებში შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსს ეხმაურება. თბილისის მერის განმარტებით, საცობების მიზეზი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია, რომელიც ქალაქის ორ მნიშვნელოვან გამზირზე მიმდინარეობს. შესაბამისად, მერის თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის ქუჩებში გადაადგილება უფრო გამარტივდება.