ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბათუმის ახალ ბულვარში

ბათუმის ახალი ბულვარის პირველი ნაწილი ზაფხულში დასრულდება. „გმირთა ხეივანში“ მწვანე დერეფნის მოწყობის სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად დაათვალიერა. პროექტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარეობს, ითვალისწინებს „გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაციას.

ამჟამად მიმდინარეობს ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა, გამწვანების ზოლის, საფეხმავლო ბილიკის, სარწყავი სისტემის, განათების, სკამებისა და ხიდის ქვეშ კომერციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები. ხეივანში მშენებარე სახიდე საფეხმავლო და ველოგადასასვლელი უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის.