14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.
169 წლის წინ გიორგი ერისთავის „გაყრით“ აღდგენილი ქართული თეატრის ახალი ისტორია დაიწყო.
თეატრალური ხელოვნების განვითარების პროცესში წარმატებებთან და მიღწევებთან ერთად იყო მძიმე პერიოდებიც.
დღეს საქართველოში 50-მდე თეატრი ფუნქციონირებს. იდგმება ახალი სპექტაკლები და იმართება თეატრალური ფესტივალები.
ლიზა ციციშვილი დაინტერესდა, რა გამოწვევებია თეატრალურ სამყაროში და რამდენად ახერხებენ რეჟისორები რეალური ცხოვრების და ყოველდღიურობის თეატრალურ სცენაზე გადატანას.