ქართული თეატრის დღე

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში უილიამ შექსპირის „ოტელო“ დადგეს, რომელიც კოტე მარჯანიშვილისა და პეტრე ოცხელის ხსოვნას მიეძღვნა. ამ დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ყოველწლიური, ტრადიციული კონკურსის „წლის საუკეთესო ნაწარმოები“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და ვერიკო ანჯაფარიძის, კოტე მარჯანიშვილისა და აკაკი ხორავას სახელობითი პრემიების გადაცემა გაიმართა.  ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.